საახალწლო კარნავალი სენაკის მეორე საჯარო სკოლაში (R)

2019 სასწავლო წელი ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლაში (დირექტორი დემნა ჭანტურია) ტრადიციულად, საახალწლო ღონისძიებით დასრულდა.
კონცერტზე, სკოლის მოსწავლეებმა, მრავალფეროვანი რეპერტუარი – მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.
საახალწლო კარნავალს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს წევრები, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




