ალექსანდრე მოწერელია – დასრულდეს ჭორაობა, მალხაზ თორია არის ერთ-ერთი საუკეთესო მუშაკი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია რეგიონის სუსის ყოფილი უფროსის, მალხაზ თორიას გარშემო აგორებულ სიცრუეს ეხმაურება და აცხადებს, რომ თორია ერთ-ერთ0ი კვალიფიციური კადრია და მას მალე ვიხილავთ აქტიურ სამუშაოზე.
მოწერელია არ მალავს, რომ წვეულება მისი ორგანიზებით გაიმართა, თუმცა ჭორს უწოდებს საინფორმაციო საშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაპირისპირების შესახებ.
” კი ბატონო მე გახლით მასპინძელი, მაგრამ არანაირ დაპირისპირებას, მითუმეტეს ფიზიკურს არ ჰქონია ადგილი, ეს არის სრული დეზინფორმაცია. მინდა ავღნიშნო ხაზგასმით, რომ ბატონი მალხაზ თორია არის ერთერთი საუკეთესო მუშაკი, რომელსაც სადაც უმუმუშავია, ყველგან ხასიათდება დადებითად, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ყვლგან ასრულებდა კეთილსინდისიერად, ამომწურავად და ძალიან მალე, ბატონ მალხაზ თორიას ჩვენ ვიხილავთ აქტიურ სამუშაოზე. ეს არის უბრალოდ საკადრო გადანაცვლება.ასე. რომ ვერანაირად ვერ დავადასტურებ მოარულ ჭორებს და ძალიან გთხოვთ დასრულდეს ამ საკითხზე ჭორაობა,-აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.




