სენაკი 2020 წელს ახალი საახალწლო ნაძვის ხითა და ილუმინაციებით შეხვდება

სენაკი 2020 წელს ახალი საახალწლო ნაძვის ხითა და ილუმინაციებით შეხვდება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო აქსესუარების და კონსტრუქციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ახორციელებს.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე საახალწლო სამზადისის დეტალებს გაეცნო.
24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საახალწლო კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია სახალისო და სანახაობრივად დატვირთული აქტივობები.
მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, 25 დეკემბერს, 20 საათზე, საზეიმოდ აინთება. 2019 წელს და საახალწლო კვირეულს სენაკში, 31 დეკემბრის საღამოს, შოუ-კონცერტი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.




