“ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს” – ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტით : ,, ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს” აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება.
მათი თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ და ამ დრომდე მოუგვარებელია.ისინი ხელისუფლებას სათანადო ზომების გატარებას სთხოვენ. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. გდაკეტილია საავტომობილო გზა.
ფოთში თევზის გადადმამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს. ქარხნების ხელმძღვამელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი. ოთხივე კომპანია ფლობს თევზჭერის ლიცენზიას, რომელთა მოქმედების ვადა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის განკარგულებით 2026 წლის სექტემბრამდე იქნა გაგრძელებული.




