მარტოხელა დედამ 50 ლარიანი შემწეობის ბარათი პროტესტის ნიშნად დახია

ფოთში მიმდინარე აქციაზე, მარტოხელა დედამ მარი მირცხულავამ 50 ლარიანი შემწეობის ბარათი პროტესტის ნიშნად დახია. როგორც მან განაცხადა ერთადერთი 11 წლის შვილისთვის მთავრობისგან მხოლოდ სუფთა ჰაერს ითხოვს და მათგან მეტი სხვა სახის დახმარება არ სჭირდება.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით ე.წ. მეშვიდე კილომეტრთან მიემართებიან და ცენტრალური გზის გადაკეტვას აანონსებენ.



