განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება. პროექტს ფონდი „ქართუ“ და თანაინვესტირების ფონდი ახორციელებენ. ეს იქნება უმაღლესი დონის, 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო.
პროექტი ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში მიზიდულობის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატებით სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს მეტი ინვესტიციის განსახორციელებლად. სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ჯამურად 2 წელიწადში გადააჭარბებს 2000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს 350 ადამიანი პირდაპირ დასაქმდება



