განმუხურში ინდური ინვესტიციით 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
განმუხურში ინდური ინვესტიციით 5- ვარსკვლავიანი კოტეჯური კონცეფციის სასტუმრო Anaklia Resort Pratap’s Signature დღეს გაიხსნა. აღნიშნული სასტუმროს მშენებლობაში 10 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

სასტუმრო 2017-2018 წლებში სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობდა, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან ოფიციალურად გაიხსნება. სასტუმრო 7 კოტეჯისგან და ჯამში 56 ნომრისგან შედგება.
სასტუმროს მენეჯერის განცხადებით, ეს კომპანიისთვის ინდოეთის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიციაა.




