მეუფე გრიგოლი – უზენაესი მოსამართლე ღმერთია

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, საკათედრო ტაძარში, კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის ხსენების საზეიმო წირვაზე ქადაგებაში აღნიშნა, რომ უზენეასი მოსამართლე ღმერთია და სასულიერო პირები არ უნდა იყონ ერთმანეთის მოსამართლეები.
,,ძალიან დიდი სირთულეების წინაშე იმყოფება კაცობრიობა,თვით მართლმადიდებელი ეკლესიები.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს გახსნილობას თანამედროებისადმი.იმისათვის ,რომ ჩვენ ვიყოთ მყარად ერთგულნი სამოციქულო სწავლებისა.
ჩვენს საზოგადიებასთან განსაკუთრებული სიყვარულით უნდა მივიდეთ და მივუტანოთ ის მემკვიდრეობა რაც მაცხოვარმა გვიქადაგა და დაგვიტოვა.მიუხედავად იმისა,რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილება სავსეა ტკივილით და განსაცდელით სასოწარკვეთილებას არასოდეს არ ჰქონია ადგილი, რადგან იესო ქრისტე არის ღმერთი სიყვარულისა, ღმერთი იმედისა და მაკურთხეველი ჩვენი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სტუმარი, ღმერთმა დალოცოს ამ ტაძარში შეკრებილნი!
ღმერთმა დალოცოს საქართველოს საპატრიარქოს სხვა და სხვა მონასტრებიდან მობრძანებული ჩვენი დედები და სრულიად საქართველო. უზენაესი მოსამართლე ღმერთია და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენ ადამიანები მითუმეტეს სასულიერონი, უნდა ვიყოთ დედები და მამები და არა ერთმანეთის მოსამართლენი! მე იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ და გადავლახავთ იმ სირთულეებს ,რომელიც ჩვენს ყოველღიურობაში წარმოიქმნება და ადგილს არ მივცემთ სასოწარკვეთილებასა და იმედგაცრუებას.
განსაცდელი კიდევ უფრო მეტად გაგვაძლიერებს ჩვენს უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე ღმერთთან და საკუთარ თავთან დაახლოების გზაზე. გვახსოვდეს, რომ ვერაფერს გვიზამს მტერი, როცა ჩვენთან არის ღმერთი!”- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.




