ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სამედიცინო ამბულატორიები შენდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობასთან დაკავშირებილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – ნაფიჩხოვოში,თაიაში,ზუმში, ჭოღასა და ნაკიანში ახალი საექიმო ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს. ამბულატორიების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოებს თაიაში, ჭოღასა და ნაფიჩხოვოში ,,თენგო+“ ხოლო, ზუმსა და ნაკიანში ინდ.მეწარმე ბესიკ ჩოკორაია ასრულებს. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.




