ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, ბეტონის საფარის, მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა განხორციელდება.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 797 829 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბეტკო”ასრულებს.
პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია.




