სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისში სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, შსს-სა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სექსუალური შევიწროების დეფინიციის გაჩენის საკითხზე ისაუბრა.
შსს-ს წარმომადგენელმა სექსუალური შევიწროების სამართალდარღვევის შემადგენელი ყველა ელემენტი განიხილა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის პროცედურაზე, სასამართლო განხილვის პროცედურასა და არსებულ პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა სახალხო დამცველის მანდატზე, უფლებებზე, დისკრიმინაციის თაობაზე განცხადებების შესწავლასა და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის შემთხვევებზე ისაუბრა.
საინფორმაციო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: ეკატერინე კიფაია, ბათლომე შელია, მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საჯარო შეხვედრა გაიმართა ზუგდიდში


