ზუგდიდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს, მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროგრამების, პროექტებისა და ინიცირებული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების, მუნიციპალიტეტის მერიების ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების ჩართულობა ერთიანი სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
მსგავსი სიახლეები

პრემიერმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი სენაკში


