სენაკში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერი გამოცხადდა

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, გრძელდება მასშტაბური და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
გამოცხადდა ტენდერები შემდეგ მნიშვნელოვან პროექტებზე:
ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 880 716 ლარი;
ე.წ. საკირეს მთაზე არსებული ჯვართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პარკინგის და განათების მოწყობა LED სანათებით, სავარაუდო ღირებულებით – 254 424 ლარი;
ცერცვაძის ქუჩის ორი ჩიხის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 362 386 ლარი;
თამარის ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 438 166 ლარი;
შალვა დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 105 815 ლარი;
მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზაზე განათების სისტემის მოწყობა LED ნათურებით, სავარაუდო ღირებულებით – 156 818 ლარი;
სანაიას ქუჩაზე არსებული სტადიონის, ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებით, სავარაუდო ღირებულებით – 210 717 ლარი;
დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, საკირესთან და შხეფში, სტალინის ქუჩის მიმდებარედ (სახოკიას ქუჩის დასაწყისი) არსებული მინი მოედნების რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 81 563 ლარი;
ჭავჭავაძის N91, N74 და წმინდა ნინოს N1-ში არსებული ეზოების კეთილმოწყობა, სავარაუდო ღირებულებით – 79 773 ლარი;
რუსთაველის N126 კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 145 838 ლარი.
პანდემიის მიუხედავად, სენაკის მუნიციპალიტეტში, უპრეცედენტო რაოდენობის საგზაო და სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება.




