მარტვილის შუალედურ არჩევნებზე “ქართული ოცნება” კანდიდატად რობერტ კაკულიას წარადგენს

2019 წლის შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარტვილში, კიწიის თემში – რობერტ კაკულია იქნება. ამის შესახებ STV ნიუსს საკუთარმა წყარომ განუცხადა.
ცნობისთვის, შუალედური არჩევნების გამართვა სოფელ კიწიში მას შემდეგ გახდა სავალდებულო, რაც სოფლის მაჟორიტარი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ონერ კუჭავა გარდაიცვალა.




