ზუგდიდის მერი შვილთან ერთად მეორე საჯარო სკოლაში მივიდა [ფოტო]
![ზუგდიდის მერი შვილთან ერთად მეორე საჯარო სკოლაში მივიდა [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/09/70720203_397253504322832_8052964650939056128_n.jpg)
დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო ზუგდიდის ყველა საჯარო სკოლაში, მათ შორის იმ სკოლებშიც რომელსაც რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და მედაგოგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მიულოცა. იგი თავის შვილთან ერთად მეორე საჯარო სკოლაში ზუსტად ცხრა საათზე მივიდა.
გიორგი შენგელიას თან ახლდა მეუღლე და დედა, რომელიც ამავე სკოლაში ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგია.





