ზუგდიდში „Dunkin’ Donat“-ის ფილიალი გაიხსნება

ზუგდიდში „ვენჯორჯია“ „Dunkin’ Donat“-ის ფილიალს უახლოეს მომავალში გახსნის. ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა ლადო ლომსაძემ ისაუბრა. რესტორანი ზუგდიდში კედიას ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსდება.




