ახალსოფელში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად: იცვლება კარები, მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდება სველი წერტილები, ფოიე, კორიდორი. ოთახების ჭერი, იატაკი და კედლები.
სკოლის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, იმედა ცარციძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 104397 ლარს შეადგენს. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.




