ანაკლიაში, სანაპირო ზოლზე დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა
კოლხეთის ეროვნული პარკი მიმდებარე ტერიტორიაზე და ანაკლიაში შტორმის შედეგად დაბინძურებულ სანაპირო ზოლზე დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა. პრობლემური ადგილები ზონებად იყო დაყოფილი და მთლიანობაში აქციაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო.
დასუფთავების აქციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდი მერი გიორგი შენგელი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია მონაწილეობდნენ. დასუფთავების აქცია ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.




