ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა,მოხალისეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ორგანიზაციის, სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა მიიღეს.
კამპანია `,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში დასუფთავების აქცია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ცენტრალური ქუჩები, სკვერები,პარკები, ადმინისტრაციული შენობების,ბაზრის, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიები, გზებისა და მდინარის სანაპიროები.
აქციის მონაწილეები მაისურებით, პარკებითა და ხელთათმანებით ,,მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველო” და ,,კერხერ კავკასიამ” უზრუნველყო.




