სუს-ში ზუგდიდის ყოფილი მერი, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია და კახა მიქაია იკითხება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას გარდა, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაც იკითხება. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
სუს-ში შესვლამდე კახა მიქაიამ განაცხადა, რომ ის გამოძიებას ფარულ აუდიოჩანაწერს მაიწვდის, სადაც სწორედ ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი ლაშა გოგია და ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია საუბრობენ. საუბარი კი, თანხის გადაცემას შეეხება.
ცნობისათვის, სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.




