ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ვიცე მერი და მეორე მოადგილე წარადგინა [ვიდეო]
![ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ვიცე მერი და მეორე მოადგილე წარადგინა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2019/06/65385234_912956205711845_8105746212709203968_o.jpg)
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ვიცე მერი და მეორე მოადგილე წარადგინა. ვიცე მერის თანამდებობას გიგა ფარულავა დაიკავებს, რომელიც აქამდე მერიის შესყიდვების მართვის სამსახურის უფროსი იყო. ხოლო მეორე მოადგილე კი კონსტანტინე კაკავა იქნება, რომელიც საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან”. მერის გიორგი შენგელიას თქმით, მოადგილეებს, რომლებიც მან დღეს წარადგინა, დიდი გამოცდილება აქვთ.
„მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვგეგმავ ზუგდიდში უკეთესი რეალობის შექმნას. ეს ახალგაზრდები არიან მერიისა და საკრებულოს წიაღში მოღვაწე ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ქვეყნის სიყვარულით შეუდგებიან მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის საქმეს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.




