არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო მშვიდობსათვის” პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთში დასრულდა

დასრულდა პროექტი ” სამეგრელო ზემო სვანეთის ახალგაზრდობა დემოკრატიული არჩევნებისთვის”, რომელიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმების განვითარებისა და სწავლების ცენტრის საგრანტო პროექტების ფარგლებში მიმდინარეობდა 2019 წლის 15 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით. პროექტის მიზანს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათი საარჩევნო პროცესებში ჩართულობა წარმოადგენდა.
ჩატარდა ტრეინინების ციკლი, სადაც გადამზადდა 30 ახალგაზრდა სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის სხვადასვა მუნიციპალიტეტებიდან, თითეოულმა მათგანმა მიიღო სერტიფიკატი ” ამომრჩეველთან კომუნიკაციის ოფიცრის” წოდებით. ტრეინინგს უძღვებოდა პროექტის კონსულტანტი და ტრენერი პროფესორი დავით თოდრია.
პროექტის მიმდინარეობის დროს თავისი წვლილი და კონტრიბუცია შეიტანა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საქართველოში არჩევნების ისტორიის შესახებ საინტერესო ლექცია მოისმინეს ახალგაზრდებმა მესტიის 47-ე საოლქო კომისიაში.
მეტი ახალგაზრდის ჩართულობისათვის ტტრეინინგზე შემუშავებულ შეფასებული საკომუნიკაციო სტრატეგია ” მე ვირჩევ მე ვმართავ” , წარმატებულად ჩატარდა, ამომრჩევლის სამახოვრო მიიღო 5000 მდე ახალგაზრდამ სენაკში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, მესტიასი, ჭუბერში, ნაკრაში.
აღსანიშნავია ჩვენი მეკავშირეების წვლილი, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. კერძო სექტორთან, საჯარო სკოლებთან,. მედიის მხარდაჭერა და წარმატება ამ პროექტს არ აკლდა. მადლობა თითოეულ მათგანს.
იყო მსჯელობა, დისკუსია, სწავლება და ბევრი საინტერესო პროცესი, რომელმაც მნიშვნელობა ახალგაზრდობის ჩართულობისა უფრო გამოაჩინა, ჩვენ გვჭირდება ელექტორატის გაახალგაზრდავება და მათი მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის მოწყობაში.
პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველო მშვიდობსათვის”




