აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი დროებით ჩაკეტა

დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა ენგურის ხიდი ჩაკეტა. ამის შესახებ აფხაზური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან. როგორც გაირკვა, აფხაზეთიდან ზუგდიდში არ გამოატარებენ ადამიანებს, ხოლო აფხაზეთში გადასვლის უფლება ექნებათ ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მიწვევის მქონე პირებს.
ენგურის ხიდზე მიმოსვლის ორმხრივად აკრძალვა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისის სხდომაზე მოითხოვა და ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას მიმართვა გაუგზავნა.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საზღვარი დროებით ჩაგვეკეტა. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუ როდის აღდგება მიმოსვლა ენგურის ხიდზე”-აცხადებს აფხაზური მხარე.




