ენგურის ხიდი ცალმხრივად ისევ გაიხსნა
05.08.2020 / 5 აგვისტო 2020

- საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვალა მოქალაქეებს დღეიდან 9 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. მოქალაქეები ხიდზე დილიდან გადადიან, მაგრამ მათ ტვირთით დაახლოებით 2 კმ-ის ფეხით გავლა უწევთ, რადგან ტრანსპორტი არ მოძრაობს. აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება კი, კვლავ აკრძალულია.
ენგურის ხიდზე გადაადგილება ე.წ მთავრობამ პანდემიის გამო 14 მარტიდან აკრძალა. თუმცა ბოლო თვეებში რამოდენიმეჯერ ცალმხრივად გახსნა.



