ინციდენტი ქვალონში – ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ქვები დაუშინეს და მინები ჩაუმსხვრიეს

- რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში. ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალ ავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა ქვები დაუშინეს და მინები ჩაუმსხვრიეს.
როგორც ავტოსატრანსპორტო გაერთიანება “გლობუსის” წარმომადგენელმა, დავით დიდიშვილმა STV NEWS-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, სამგზავრო ავტობუსს, აღნიშნულ სოფელთან დახვდნენ სპეციალურად რომ მგზავრები დაეშინებინათ და მინები ჩაამსხვრიეს. ამის შემდეგ აღნიშნული პირები იმავე სოფელში ავარიაში მოყვნენ რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.
დაკავებულები გადაყვანილნი არიან ხობის პოლიციის განყოფილებაში. დიდიშვილის თქმის პირები იდენტიფიცირებულნი არიან და ხობის პოლიციაში შესაბამისი მუხლით საქმე აღიძრება.
ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა იმავე კომპანიის კუთვნილ ავტობუსზე მოხდა ზუსტად ერთი თვის წინ, 9 ივლისს. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.









