თედო რეხვიაშვილი – მსოფლიოს თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ ვწერთ საქართველოს თავისუფლების ისტორიას!

ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ტატო ოქრუაშვილმა ახალი პროექტი დაგეგმეს, სახელწოდებით “არტისტები მშვიდობისთვის”.
ახალგაზრდა მხატვრის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და მშვიდობა.
“მიმაჩნია, რომ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და მშვიდობა – ეს ის არსებითი მნიშვნელობებია, რომლის გარეშეც ვერ ვიქნები თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქე. ამ მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად პირველ რიგში ჩვენს თავთან გვმართებს მუშაობის დაწყება.
"ხელოვანები მშვიდობისთვის"- "Artists for Peace"
რუსეთი ოკუპანტია!!! მე ვარ თედო რეხვიაშვილი, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტი. დღეს ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ.მიმაჩნია, რომ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და მშვიდობა – ეს ის არსებითი მნიშვნელობებია, რომლის გარეშეც ვერ ვიქნები თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქე. ამ მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად პირველ რიგში ჩვენს თავთან გვმართებს მუშაობის დაწყება. ვფიქრობ, რომ იმისთვის, რათა ვიქცეთ ძლიერ სახელმწიფოდ, თითოეულმა ქართველმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე. თუკი დიდი და გრძელვადიანი შრომის შედეგად გვეყოლება ძლიერი და პროფესიონალი მოაზროვნეები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ხელოვანები, სპორტსმენები, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას სჭირდება, ჩვენ ავტომატურად გავხდებით ძლიერი და საჭირო ერი, რომლის დაჩაგვრა, დანაწევრება და გაქრობა ძნელი იქნება. მე მაქვს ჩემი და მომავალი თაობების იმედი, რომლებიც ჩამოვყალიბდებით ჭეშმარიტ მოქალაქეებად, ვისწავლით აზროვნებას, გავხდებით პროფესიონალები, დავიწყებთ საქმის სიყვარულით კეთებას, პრობლემის კონსტრუქციული გზებით გადაჭრას და განვავითარებთ საქართველოს. მსოფლიოს თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ ვწერთ საქართველოს თავისუფლების ისტორიას!
Gepostet von Tedo Rekhviashvili Art am Donnerstag, 23. Mai 2019
ვფიქრობ, რომ იმისთვის, რათა ვიქცეთ ძლიერ სახელმწიფოდ, თითოეულმა ქართველმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე. თუკი დიდი და გრძელვადიანი შრომის შედეგად გვეყოლება ძლიერი და პროფესიონალი მოაზროვნეები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ხელოვანები, სპორტსმენები, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებას სჭირდება, ჩვენ ავტომატურად გავხდებით ძლიერი და საჭირო ერი, რომლის დაჩაგვრა, დანაწევრება და გაქრობა ძნელი იქნება.
მე მაქვს ჩემი და მომავალი თაობების იმედი, რომლებიც ჩამოვყალიბდებით ჭეშმარიტ მოქალაქეებად, ვისწავლით აზროვნებას, გავხდებით პროფესიონალები, დავიწყებთ საქმის სიყვარულით კეთებას, პრობლემის კონსტრუქციული გზებით გადაჭრას და განვავითარებთ საქართველოს. მსოფლიოს თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ ვწერთ საქართველოს თავისუფლების ისტორიას!”-ამბობს თედო რეხვიაშვილი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ხახუბია – ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს და ღირსეულ გამარჯვებასაც მოვიპოვებთ

კახა კალაძე: მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას


