ქელეხში გადახდილი 120 ლარი და სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანია

სანდრა რულოვსი სარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად დადის ქელეხებში. სოფელ ჩხორიაში რამოდენიმე დღის წინ ერმან თორდიას პანაშვიდზე 120 ლარი ჩაწერა და ქელეხშიც არ დარჩა. ქელეხის სიაში სანდრა რულოვსი მეორმოცე ნომრად წერია.
როგორც ჩვენი წყრო ამბობს ამ იდეის ავტორი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე იყო. სანდრა რულოვსთან ერთად სოფელ ჩხორიაში თორდიას ქელეხში ალიკა ახვლედიანიც იმყოფებოდა, რომელიც ნაც მოძრაობის ჩხორიის სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია….
აღსანიშნავია, რომ ევროპელი რულოვსი სწორედ ამ გზით ცდილობს ამომრჩევლების გულის მოგებას.



