თელ-ავივში ევროვიზიის მონაწილეებმა ნარინჯისფერ ხალიჩაზე გაიარეს

თელ-ავივში ევროვიზიის 64-ე ოფიციალური კონკურსის მიღება გაიმართა, 41 ქვეყნის წარმომადგენელმა კონკურსანტებმა ნარინჯისფერ ხალიჩაზე გაიარეს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
ტრადიციული წითელი ხალიჩის ნაცვლად, წელს სწორედ ნარინჯისფერი იყო შერჩეული, მიზეზი კი კონკურსის მთავარი სპონსორი კომპანიაა, რომლის ლოგოს ფერსაც დაამთხვიეს ხალიჩის ფერიც.
„ევროვიზია 2019″ თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე მომღერალი ოთო ნემსაძე და ანსამბლი “შავნაბადა” წარადგენს. ისინი ევროპელი მაყურებლის წინაშე რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგებიან.
წლევანდელ კონკურსში არ მონაწილეობს უკრაინა და ბულგარეთი. ბულგარეთის შემთხვევაში ამის მიზეზი ქვეყნის ფინანსური მდგომარეობაა, უკრაინის შემთხვევაში კი კონკურსანტის გამოვლენა გართულდა, მეორე და მესამე ადგილზე გასულებმა კი საბოლოოდ კონკურსზე წასვლაზე უარი თქვეს.




