„ქართული ოცნების“ შიდა კვლევით, ზუგდიდში გიორგი შენგელია ლიდერობს

STV-თვის “ქართული ოცნების” მიერ ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების შესახებ ჩატარებული შიდა კვლევის მონაცემები ხდება ცნობილი.
გამოკითხვების თანახმად, ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 19 მაისს გაიმართება, დიდი უპირატესობით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გიოეგი (გეგა) შენგელია ლიდერობს. მან გამოკითხულ რესპოდენტთა 55 % მიიღო. რაც შეეხება მის კონკურენტს “გაერთიანებული ოპოზიციიდან, სანდრა რულოვსს, კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 41 % მიიღო.
გამოკითხულ რესპოდენტთა 4 % მხარს სხვა კანდიდატს დაუჭერს.


![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/10/463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg)

