გიორგი შენგელია – ზუგდიდში ,,ახალგაზრდული სივრცე“ აშენდება

ზუგდიდში, პირველი ახალგაზრდული ფორუმი ,,ახალგაზრდები ზუგდიდისთვის“ გაიმართა. 400-მა ახალგაზრდამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს.
ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, ახალგაზრდებს ახალი პროექტი გააცნო, რომელიც პირველად ზუგდიდში განხორციელდება. ახალი სივრცე, ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი ოთახები.
,,თქვენ ახალგაზრდები ხართ ის თაობა რომლებიც რაც შეიძლება აქტიურად უნდა ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი მიზანია ხიდი ხელისუფლებასა და ახალგაზრდობას შორის იყოს რაც შეიძლება მჭიდრო, რადგანაც რაც უფრო იაქტიურებთ თქვენ, უკეთეს შედეგს მივიღებთ სახელმწიფოს შენების პროცესში“ – განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
ფორუმის მიზანი მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხზე მსჯელობა, მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე დამყარებული ინიციატივების განხილვა და შემდგომი განხორციელებაა.
ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




