გეგა შენგელიამ სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი მამაკაცი მოინახულა [ვიდეო]
“ქართული ოცნებიდან” წარდგენილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი მამაკაცი მოინახულა. ვიდეო რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთმა მედდამ ატვირთა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.



