გრიგოლიშში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდის სოფელ გლიგოლიშში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების, ბეჟან გვაზავასა და ალიკა ლაგვილაგავს შორის დავა წლებია გრძელდება, რაც მიწის ნაკვეთს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით სწორედ ბეჟან გვაზავამ ესროლა ალიკა ლაგვილავას.
გვაზავა გრიგოლიშის ,,ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელია, ხოლო ალიკა ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი. რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.



