ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე განსხვავებული აზრის მქონე პირები არ შეუშვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასტუმრო ანაკლიაში, სადაც სახალხო მოძრაობა ,,ერთად სახლში” შეხვედრას მართავდა და მოძრაობის წევრები ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სკაიპით ესაუბრებოდნენ, მოქალქეებს შეხვედრაზე შესვლის უფლება არ მიეცათ, მათ შორის 2011 წლის 18 იანვარს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ნათესავებს.
როგორც აბულაძის ბიძამ განაცხადა, მას სურდა ექსპრეზიდენტთან კითხვის დასმა, თუმცა განუცხადეს რომ ის განსხვავებული აზრის მქონეა და შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ.
“ჩემი ძმის შვილი 2011 წელს კიდევ ორ ბიჭთან ერთად მოკლეს და წყალში ჩააგდეს. საფლავიც არ გვაქვს, მინდოდა ეს მეკითხა, ასევე მსურდა მხედრიონობის პერიოდში გიორგი ბარამიძემ რომ გადაწვა დარჩელი და ახლა ასე დაიარება, რა სინდისით დაიარება?! გვითხრეს რომ განსხვავებული აზრის მქონე ვარ და შესაბამისად შეხვედრაზე ვერ შევალ,”-განაცხადა გოგიტა აბულაძის ბიძამ.




