სანდრა რულოვსი მოქალაქის მიერ დასმულ კითხვებს გაექცა [ვიდეო]
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან მოქალაქე ნანა კობახიძე ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დახვდა და თქვა, რომ მას მხედრიონის საშუალებით სურს ზუგდიდში ხმების მოპოვება. კობახიძის კითხვაზე, თუ რატომ უწოდა მან საქართველოს პირველ პრეზიდენტს ბანდიტი, რულოვსს პასუხი არ გაუცია და დასმულ კითხვებს პირად დაცვასთან ერთად გაექცა.
„ჩემთვის აღმაშფოთებელია, რომ ადამიანი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ბანდიტი უწოდა, კენჭს იყრის მერობის კანდიდატად. მე მახსოვს კარგად მხედრიონის დრო და ასეთ უსამართლობას რომ ვხედავ, ნერვები არ მყოფნის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზუგდიდელმა ქალბატონმა.

