რატომ უწოდა სანდრა რულოვსმა ზუგდიდს ტყე და ზუგდიდელებს ტყის მგლები?! [ვიდეო]
“მგლის არ უნდა შეგეშინდეს, როცა ტყეში მიდიხარ” -ასეთი სახის კომენტარი გააკეთა დღეს ჟურნალისტებთან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა. მან ზუგდიდი ტყედ, ხოლო ზუგდიდელები ტყის მგლებად მოიხსენია, რომლებთანაც პრობლემები აქვს, როგორც კანდიდატს და “მას დასდევენ”.
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ასევე, კომბინატის დასახლებაში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა, მისი თქმით, ბუნებრივია ის ყველასათის სასურველი კანდიდატი ვერ იქნება, მაგრამ უპირატესობა მის მხარესაა.
„ეს მათი უფლებაა მე არავის ვაძალებ მე უბრალოდ ვთავაზობ უკეთეს ცხოვრებას და უკეთეს ბიუჯეტის გადანაწილებას. თუმცა ბუნებრივია ყველას არ მოვეწონები, მაგრამ უპირატესობა ჩემს მხარესაა ამას ვხედავ და მე ბევრად მეტს გავაკეთებ როგორც მერი ვიდრე საქველმოქმედო ფონის დირექტორი. ამ მხრივაც ვეხმარებოდი ზუგდიდელებს მაგრამ როგორც მერი ბევრად მეტს გავაკეთება. რის პატარა პრობლემები, დაგვსდევენ მაგრამ მგლის არ უნდა შეგეშინდეს როცა ტყეში მიდიხარ“,-განაცხადა მერობის კანდიდატმა.

