ქართველი მხატვრის წარმატებული გამოფენა ნიუ-იორკში

ქართველი მხატვრის, თედო რეხვიაშვილის გამოფენამ ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებულად ჩაიარა. ამის შესახებ მხატვარი სოციალურ ქსელში წერს. რეხვიაშვილის განცხადებით, გამოფენაზე სტუმრებს შორის იყვნენ ხელოვნებდმცოდნეები, კოლექციონერები და კრიტიკოსები, ასევე ბევრი ცნობილი სახე და ჰოლივუდის მსახიობი, მათ შორის ბრუკ შილდსი, ნაომი უოთსი, ლივ შრეიდერი.
“გამოფენამ Tribeca Ball არაჩვეულებრივად ჩაიარა. სტუმრებში იყვნენ საინტერესო ხელოვანები, ხელოვნებდმცოდნეები, კოლექციონერები და კრიტიკოსები, ასევე ბევრი ცნობილი სახე და ჰოლივუდის მსახიობი, მათ შორის ბრუკ შილდსი, ნაომი უოთსი, ლივ შრეიდერი”-წერს თედო რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში.
ექსკლუზიურ ინტერვიუს ახალგაზრდა ხელოვანთან STV უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.






