,,სონ ჩიქახე სო მიშახე“ ანუ შემთხვევით მოხვედრილი სადადიანოში – ნათია დარასელიას ბლოგი

მეგრელებს აქვთ ერთი მრავლისმთქმელი გამონათქვამი ,,სონ ჩიქახე სო მიშახე“, რაც ქართულად დაახლოებით ,,სად ერეკლე და სად…. თოროოზაანთ თეკლეოს“ მსგავსი გამონათქვამია. ზუგდიდის მერის არჩევნებმა გამახსენა ეს ყველაფერი. ჯერ იყო და სანდრა მოუვლინეს მერობის კანდიდატად სადადიანოს. მშობლიურ ჰოლანდიაში ფალოსის პრეზენტაციიდან პირდაპირ სამეგრელოს შუაგულში გამოამგზავრეს:- შენზე უკეთ ღომის შეზელვა არავის გამოსდის და მიხედე სამეგრელოსო.
ამ “პენტერამაც” მე ვყოფილვარ ვინც ვყოფილვარო, დაადო თავი და დაიწყო პოლიტიკოსობანას თამაში. და რა გააკეთა პირველ რიგში? ზუგდიდის შტაბიდან არავინ გაიკარა და საშველად კახეთიდან სამეგრელოს მოავლინა გიორგი ბოტკოველ-ყველაფრისმკადრებელი.
ესენი რომ სამეგრელოს შეურაცყოფას მიჩვეულნი არიან არახალია და ისედაც ვიცით, მაგრამ ამ ათასუბედურება გამოვლილ მუნიციპალიტეტს კიდევ ბოტკოველი ,,შეტენო“ სიტუაციის ამრევად, ეს უკვე მეტისმეტია. ნაციონალებში, რომ საღად მოაზროვნეების დეფიციტია ამაზე უკვე მათი მომხრეებიც ბევრს საუბრობენ, თუმცა ბოტკოველი ყველაზე რადიკალურ ფრთას წარმოადგენს, ადამიანი რომელიც ყველას გაწირავს, ყველაფერზე წავა ოღონდ მიშამ შეაქოს და თვალი ჩაუკრას. ამიტომაც დასჭირდათ ის სამეგრელოში.
სანამ “ნაციონალების” ბედი მე არ ამაღელვებდეს მანამდე არაფერი გეტკინოთ, მაგრამ როგორც ზუგდიდელს მაინტერესებს, რატომ ახდენენ ნაციონალები პროვოკატორების მობილიზებას?
აშკარაა, როგორც ჩვევიათ ბინძური მეთოდებით ცდილობენ არეულობის შეტანას და ამიტომაც არ ენდობიან ადგილობრივებს. სულ ტყუილად იწიკვინა ამდენი წითლიძემ, ისიც ჩახსნეს და მისი დამქაშებიც მიაყენეს კუთხეში. კანდიდატის პომპეზურ წარდგენას გეგმავდნენ ეს ჭკუათხელები და ხალხს რომ ვერ მოუყარეს თავი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს, აქაოდა ხალხი რა საჭიროა, ჩვენ ახალ სტანდარტებს ვამკვიდრებთო, შეიყვანეს შტაბში და 5 კაცთან აკურთხეს კანდიდატად.
და ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანდრას ახლა სტაბილური მდგომარეობა არ აწყობს, არეულობა უნდა, არეულობა და ამ საქმის დიდოსტატებიც შემოყარა ზუგდიდში. თუმცა სანდრამ ეტყობა ჯერ კიდევ არ იცის, რომ სამეგრელო ჯაბა იოსელიანის მხედრიონის თარეშმა ვერ გატეხა, როლანდ ახალაია და მეგის ქარდავას რეპრესიებიც გადაიტანა და მასაც ისე კოხტად მოინელებს, ერთი წამოკნავლების თავიღა თუ ექნება ,,რას მერჩოდი მიშა, ხომ ვამბობდი მეგრელებთან არ გაგვივათქო მაგ ნომერი“. ასეა ეს!




