მარტვილის მამათა მონასტერში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ჩავიდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მარტვილში, მამათა მონასტერში იმყოფება, სადაც დღეს მონასტრის კელიას ცეცხლი გაუჩნდა.
ცეცხლი ერთ-ერთ კელიაში გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი 200 კვადრატს მოედო. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.



