მოქალაქე ზუგდიდის მერობის კანდიდატისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მოქალაქე ციცინო შენგელია სოციალურ ქსელში ზუგდიდის მერობის კანდიდატთან, თენგიზ ჯგუშიასთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს და წერს, რომ მიმართავს შესაბამის უწყებებს, რათა პასუხი აგოს თენგიზ ჯგუშიამ.
“მეგობრებო გაიცანით ზუგდიდი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი შანტაჟისტი თენგიზ ჯგუშია! რომელიც პირად გვერდზე ცილს მწამებს და შეურაწყოფას მაყენებს,ასევე მემუქრება პირადი ცხოვრებით!!!
ბატონო თენგიზ რომელ დედაზე მელაპარაკებით, რომელიც 2 წლის ასაკში დავკარგე ?! თქვენ ხართ გარეწარი და ცილისმწამებელი!!!!
უმოკლეს ვადაში თუ არ მომიხდით ბოდიშსს მივმართავ შესაბამისს სამსახურს და მოგთხოვთ კანონის ფარგლებში პასუხს!!!!”- წერს სოციალურ ქსელში ციცინო შენგელია.




