ზვიად გამსახურდიას საიუბილეო საღამო ზუგდიდში -„ზვიად გამსახურდიას ევროპული არჩევანი“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები დაიგეგმა:
12:00 სთ. – პანაშვიდი ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატის საკათედრო ტაძარში. პანაშვიდს აღავლენს მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე.
13:00 სთ. – საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლის გვირგვინით შემკობა.
14:00 სთ. – ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო გამოფენის გახსნა ზუგდიდის არტ-გალერეაში.
14:30 სთ. – ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი წიგნი-ჟურნალის პრეზენტაცია არტ-გალერეაში და საჯარო ლექცია თემაზე „ზვიად გამსახურდიას ევროპული არჩევანი“.
17:30 სთ. – საიუბილეო საღამო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში.




