ალექსანდრე მოწერელია – თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს

“თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. ბატონი ზვიად გამსახურდიას პატივისცემა, ჩვენი მომავალი თაობებისათვის იქნება, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციებისადმი პატივისცემის მაგალითი, რაზეც უნდა აშენდეს დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფო”,- ამ სიტყყვებით მიმართა ზუგდიდში შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ.
„გილოცავთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს! მისალოცია, რომ ჩვენ გვხვდა წილად საქართველოს თავისუფლების გარიჟრაჟზე გვყოლოდა, სწორედ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ბატონი ზვიად გამსახურდიაა. ჩვენ ამ ფილმში ვიხილეთ ძალიან მძიმე კადრები, პირველი პრეზიდენტის ცხოვრებიდან, თუმცა როგორც ბატონი ზვიადი ბრძანებდა, სწორედ ეს გზა იყო საქართველოს გზა და პირადად მისი გზაც! სწორედ მისი ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ მოვალენი ვართ აღვასრულეთ მისი ნაანდერძევი და დამოუკიდებელი, ერთიანი საქართველო გადავაბაროთ ჩვენს მომავალ თაობებს!
თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. ბატონი ზვიად გამსახურდიას პატივისცემა, ჩვენი მომავალი თაობებისათვის იქნება, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციებისადმი პატივისცემის მაგალითი, რაზეც უნდა აშენდეს დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფოაღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ცნობისათვის, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ჟურნალისტ ირაკლი შონიას დოკუმენტური ფილმის ,,გზა თავისუფლებისკენ” ჩვენება გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეძღვნება.
ფილმის ჩვენებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სასულიერო პირები და პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეები დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები
გიორგი გახარია: “ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკავშირდება პირველ რიგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, პირველ პრეზიდენტს”

ალექსანდრე მოწერელია : ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერებაა


