“გზა თავისუფლებისკენ” – დოკუმენტურ ფილმის ჩვენება ზუგდიდში გაიმართა

“გზა თავისუფლებისკენ” – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, რომლის ჩვენებაც დღეს ზუგდიდში გაიმართა. ფილმის ავტორი და რეჟისორია ჟურნალისტი ირაკლი შონია.
მისი თქმით, მან მოიარა ყველა ის ადგილი, ყველა სოფელი სადაც კი მოუხდა ყოფნა დევნილ პრეზიდენტს. ფილმზე მუშაობა ერთი წელი გრძელდებოდა.
ირაკლი შონიამ შეკრებილთ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვა გააცნო ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ფილმის ჩვენებას დაესწრნენ ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.




