ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიაზე ფილმის ჩვენება გაიმართება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 30 მარტს 14 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდების სასახლეში მოხდება ჟურნალისტ ირაკლი შონიას დოკუმენტური ფილმის „ზვიად გამსახურდია – გზა თავისუფლებისკენ“ ჩვენება.
ღონისძიებას დასწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები და სასულიერო პირები. დასწრება თავისუფალია.




