იქნება თუ არა “ნაციონალების” კანდიდატი ალექსანდრე ქობალია?

სანდრა რულოვსის უარის შემდეგ შესაძლოა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის მერობის კანდიდატად ზუგდიდის ყოფილი გამგებელი და ტელეკომპანია “ოდიშის” მეპატრონე ალექსანდრე ქობალია დაასახელოს. აღნიშნული ინფორმაცია STV-ს საკუთარმა წყარომ მიაწოდა თუმცა აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხზე კომენტარებს არ აკეთებენ. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გაირკვევა.
ოფოციალურ კომენტარებს არც ალექსანდრე ქობალიას გარემოცვა აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ქობალია მიხეილ სააკაშვილკის მმართველობის ბოლო გამგებელი იყო ზუგდიდში. ის საკუთარი განცხადების საფუძველზე 2013 წლის 15 იანვარს გადადგა.
მისი თქმით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ზუგდიდში ბევრი რამ გაკეთდა და მოსახლეობის უმრავლესობა კმაყოფილი იყო. მისი თქმით, გამგებლად მის დარჩენას კონკრეტული ადამიანების ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და არა მოსახლეობა.
ალექსანდრე ქობალია გადადგომის შემდგომაც “ნაციონალური მოძრაობის” გუნდში დარჩა და საქმიანობა ბიზნესსექტორში განაგრძო.




