“იავნანამ რა ჰქმნა” – თეატრალური პერფორმანსი ზუგდიდის არტ-გალერეაში

ზუგდიდის მაცი ხორავას სახელობის არტ-გალერეაში, საზოგადოების თხოვნით, განმეორებით, თეატრალური პერფორმანსი, გაცოცხლებული ტილოები ,,იავნანამ რა ჰქმნა“ გაიმართა.
პერფორმანსის ერთი ნაწილი ქალაქ ოსვენციმში დახოცილი ებრაელების ხსოვნას მიეძღვნა.
1939 წელს, 80 წლის წინ, ოსვენციმი გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და ქალაქს აუშვიცი დაარქვეს, ჰაინრიხ ჰამლერის ბრძანებით აშენებული ბანაკი 1945 წლამდე მოქმედებდა, ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი ებრაელი დახოცეს, მათ შორის ქალები და ბავშვები.
პერფორმანსში მონაწილეობდნენ წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, ზუგდიდის მე-6, პირველი და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




