ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი აშენდება [ვიდეო]
ზუგდიდში, ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე, ბენდელიანის ქუჩაზე ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი აშენდება. ამის შესახებ დღეს, ზუგდიდში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე ზუგდიდის ვიცე მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა.
შენგელიას განცხადებით, ამჟამად აუზის პროექტირების პროცესი მიმდინარეობს. ამის შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
გიორგი შენგელიას განცხადებით ახალი საცურაო აუზი ზუგდიდს 2020 წლის ბოლოსთვის ექნება.




