“რა კეთდება ზუგდიდში” – ახალი საინფორმაციო გვერდი სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში ახალი გვერდი გამოჩნდა სახელწოდებით – რა კეთდება ზუგდიდში. გვერდი ინფორმაციული ხასიათისაა, რომელიც მოიცავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს და მოგვითხრობს განხორციელებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
facebook გვერდზე მოქმედებს 24 საათიანი ჩათიც, სადაც შესაძლებელია გვერდის ადმინებთან გასაუბრება ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
თუ გაგიჩნდათ კითხვა, რა გაკეთდა ან კეთდება ზუგდიდში, ეწვიეთ გვერდს რა კეთდება ზუგდიდში და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია.




