stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიმსოფლიო

რაში სჭირდება ილონ მასკს Twitter-ი? რა შეიცვლება სოციალურ ქსელში ახალი მფლობელის პირობებში და შეძლებს თუ არა ტრამპი იქ დაბრუნებას?

04.11.2022 / 4 ნოემბერი 2022
რაში სჭირდება ილონ მასკს Twitter-ი? რა შეიცვლება სოციალურ ქსელში ახალი მფლობელის პირობებში და შეძლებს თუ არა ტრამპი იქ დაბრუნებას?

თვეების განმავლობაში არსებული გაურკვევლობის, დრამატული განცხადებებისა და სასამართლო პროცესების შემდეგ, პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა, Twitter-ი 44 მილიარდ ამერიკულ დოლარად საბოლოოდ მაინც იყიდა. ახლა უკვე კომპანია საჯარო აქციონერულის ნაცვლად კერძო გახდა. რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ამ სიახლემ სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებლისთვის, BBC-მ გაარკვია.  

რა ხდება?

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა თავის (ახლა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით) Twitter-ზე გარიგების დასრულების შესახებ განაცხადა. “The bird is freed” – „ჩიტი თავისუფალია“, – წერდა ილონ მასკი თავიდან. რამდენიმე საათის შემდეგ მან დაამატა: “Let the good times roll” – (რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც – „ახლა კი გავერთოთ!“). 

ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია კერძო პირის კუთვნილებაა და მისი აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აღარ იყიდება. მასკმა უკვე მოასწრო საკადრო წმენდის ჩატარება და ფაქტობრივად, ყველა ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლა. აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა, ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა და იურიდიულ საკითხთა და შიდა პოლიტიკის დირექტორმა ვიჯაია გადემ კომპანია უკვე დატოვეს. Twitter-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ბრეტ ტეილორის LinkedIn-ის პროფილის მიხედვით, კომპანიაში ისიც აღარ მუშაობს.  

„ციფრული ქალაქის მოედანი“ და დონალდ ტრამპი

გასულ ხუთშაბათს, მასკმა Twitter-ზე რეკლამის განმთავსებლებს კომპანიის ყიდვის მიზეზები აუხსნა. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მან არა მატერიალური, არამედ ჰუმანისტური ინტერესებით იხელმძღვანელა. მასკის განცხადებით, მას სურს კაცობრიობას დიალოგის გამართვაში  დაეხმაროს. „ცივილიზაციას უნდა ჰქონდეს ციფრული ქალაქის მოედანი, სადაც საკითხების ფართო სპექტრი ჯანსაღ გარემოში, ძალადობის აუცილებლობის გარეშე განიხილება,“ –  წერს მასკი. თუმცა იქვე აღიარებს, რომ ეს მისია შეიძლება ჩავარდეს. 

მასკის თქმით, ახლა არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ სოციალური ქსელები ორ დახურულ ბანაკად – უკიდურეს მემარჯვენეებად და უკიდურეს მემარცხენეებად დაიყოს. ეს კი, მისი განმარტებით, საზოგადოებაში სიძულვილისა და განხეთქილების კიდევ უფრო გაღრმავების რისკს შეიცავს. მასკი ამტკიცებს, რომ მას სურს შეცვალოს სიტუაცია, რომლის დროსაც ადამიანები თავიანთ „ინფორმაციულ ბაბლებში“ იკეტებიან და უსმენენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მათ შეხედულებებს იზიარებს. ბიზნესმენმა წარსულშიც არაერთხელ ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რამდენად სურს Twitter-ის დერეგულაცია და მოდერაციის გამარტივება, რათა სოციალურ ქსელში უფრო მეტი განსხვავებული აზრი ისმოდეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სოციალურ ქსელს დიდი ხანია ადანაშაულებენ იმაში, რომ მისი მოდერატორები მემარცხენე ლიბერალებს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა ამას კომპანია ყოველთვის უარყოფდა.

ახლა უკვე ახალი მფლობელი განმარტავს, რომ პლატფორმა უნდა დარჩეს „სტუმართმოყვარე ადგილად“, სადაც კანონებს იცავენ და ის არ უნდა იქცეს „ჯოჯოხეთურ თავყრილობად, სადაც  ყველასთვის ყველაფერი დასაშვებია“. დეზინფორმაციისა და ძალადობრივი რიტორიკის ექსპერტებმა სოციალურ მედიაში გამოთქვეს შიში, რომ მასკი პლატფორმაზე დაბრუნების საშუალებას მისცემს იმ საკამათო ფიგურებს, რომლებიც რასიზმის, სიძულვილის ენისა და სიცრუის გავრცელებისთვის იყვნენ დაბლოკილი. 

პირველ რიგში, საუბარია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. 2021 წლის იანვარში, კომპანიამ Twitter-ზე ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა. ეს იმით აიხსნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მესიჯები „დიდი ალბათობით, მის მიმდევრებს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში განხორციელებული უკანონო ქმედებების განმეორებისკენ ისევ უბიძგებს“. რამდენიმე თვის წინ Twitter-ის ყიდვაზე საუბრისას მასკმა თქვა, რომ ტრამპს დაბრუნების უფლებას მისცემდა. მან სოციალურ ქსელს მიკერძოებული და “მემარცხენეებისკენ მიდრეკილი” უწოდა. ხუთშაბათს, ახალი აღმასრულებელი დირექტორის რანგში, მასკმა გაათავისუფლა ერთ-ერთი დირექტორი ქალი, რომელიც ტრამპის დაბლოკვის მომხრე იყო. 

თავად ტრამპი ამ შეთანხმებით აღფრთოვანებული იყო. მან თავის სოციალურ ქსელში – Truth Social- დაწერა, რომ Twitter-ი ახლა “საღად მოაზროვნე ადამიანის ხელშია”. თუმცა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს არ გაუმჟღავნებია, დაბრუნდება თუ არა იქ, აკრძალვის გაუქმების შემთხვევაში. ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ ლევიტი აღნიშნავს, რომ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის გამოცხადებიდან მალევე, სოციალურ ქსელში რადიკალურად მოაზროვნე მომხმარებლები გააქტიურდნენ. მისი თქმით, ეს ადვილი შესამჩნევია, თუ საძიებო სისტემაში სიტყვა „ჰოლოკოსტს“ ან რომელიმე რასისტულ გამოთქმას ჩაწერთ. „ტვიტერზე თვითრეგულაციის ნაკლებობა უბრალოდ გაზრდის სოციალურ მედიაში სამთავრობო რეგულაციის ალბათობას, სულ ეს არის,“ – წერს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ინტერნეტ-გამოცემა Bellingcat-ის დამფუძნებელი  ელიოტ ჰიგინსი.

ბიზნეს-მოდელი და თანამდებობიდან გათავისუფლება

BBC-ის მიმომხილველის, ზოი კლაინმანის თქმით, ის ფაქტი, რომ მასკმა Twitter-ზე რეკლამის განმთავსებლებს მიმართა, მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, ის აპირებს შეინარჩუნოს სოციალური ქსელის არსებული ბიზნეს- მოდელი, რომელიც ციფრულ რეკლამაზეა დაფუძნებული. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მიმდინარე გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში, ტექნიკური გიგანტების – Alphabet-ისა და Meta-ს ციფრული სარეკლამო შემოსავლები შემცირებას იწყებს, რადგან რეკლამის განმთავსებლები მარკეტინგის ბიუჯეტს ამცირებენ. 

მასკმა ზაფხულში მიანიშნა, რომ აპირებს, Twitter-ს იმაზე მეტი ფული გამოამუშავებინოს და 2028 წლისთვის შემოსავალი 26,4 მილიარდ დოლარამდე გააოთხმაგოს. ერთი კვირის წინ, Washington Post-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც ილონ მასკი (ან გარიგების ჩაშლის შემთხვევაში, კომპანიის სხვა მფლობელი) პერსონალის (რომელიც ახლა 7500 ადამიანს შეადგენს) ფართომასშტაბიან შემცირებას გეგმავდა. გამოცემის ცნობით, მასკმა ინვესტორებს თანამშრომლების 75%-ის გათავისუფლების შესახებ  განუცხადა, რათა მხოლოდ 2000-კაციანი ბირთვი ჩამოყალიბებულიყო. თუმცა გასულ ოთხშაბათს, Twitter-ის სათავო ოფისის თანამშრომლებთან შეხვედრისას, მასკმა ასეთი მასობრივი შემცირების შესახებ ინფორმაცია უარყო.

სპამი და “სუპერ აპლიკაცია X”-ი

ილონ მასკმა Twitter-ი ბოტებისა და ყალბი ანგარიშების რაოდენობის შეგნებულად შემცირებაში არაერთხელ დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ სოციალური ქსელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ყოფილიყო. კომპანიის მონაცემებით, Twitter-ის მონეტიზებული ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების 4%-ზე ნაკლებია ყალბი. თუმცა მასკი ამტკიცებს, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია.

ახლა მას შეუძლია ამ სფეროში დიდი წმენდა  დაიწყოს, – ამბობს კლაინმანი. მისი განმარტებით, ამ ყველაფრის შედეგად ზოგიერთ მომხმარებელი აღმოაჩენს, რომ მიმდევრების რაოდენობა მოულოდნელად შეუმცირდა(რადგან ყალბი ანგარიშები გაუქმდება), რაც შეიძლება არ იყოს პოპულარული პირველი ნაბიჯი. თუმცა მასკის ყველაზე დამაინტრიგებელი ნაბიჯი Twitter-ის შეძენით არის დაპირება, რომ ეს იქნება “X-ი, აპლიკაცია ყველაფრისთვის”, რაც გულისხმობს მრავალფუნქციურ აპლიკაციას სმარტფონისთვის, რომელიც სოციალურ მედიას, მესენჯერს, პირადი ფინანსების მართვას, საკვების შეკვეთასა და სხვა ფუნქციებს გააერთიანებს. 

ივნისში, Twitter-ის თანამშრომლებთან შეხვედრაზე, მასკმა განმარტა, რომ ეს აპლიკაცია ჩინური WeChat-ის მსგავსად უნდა მუშაობდეს. “ჩინეთში ხალხი WeChat-ზე, ფაქტობრივად, ცხოვრობს. თუ ჩვენ ამის განმეორებას Twitter-ზეც შევძლებთ, დიდი წარმატება გველის,” – თქვა მასკმა მაშინ. ოქტომბრის დასაწყისში კი მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ კომპანიის შეძენა “X, აპლიკაცია ყველაფრისთვის” დამუშავებას დააჩქარებს.

წინა პოსტი

ნონა მამულაშვილი ენმ-ს და პარლამენტს ტოვებს – პოლიტიკოსის განცხადება

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი სტუმრობდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

იცნობენ თუ არა ჩხოროწყუში მერობის კანდიდატს და არის თუ არა ის ჩხოროწყუს მკვიდრი?

იცნობენ თუ არა ჩხოროწყუში მერობის კანდიდატს და არის თუ არა ის ჩხოროწყუს მკვიდრი?

“რა კეთდება ზუგდიდში” – ახალი საინფორმაციო გვერდი სოციალურ ქსელში

“რა კეთდება ზუგდიდში” – ახალი საინფორმაციო გვერდი სოციალურ ქსელში

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს