ზუგდიდში სოციალური სახლების გადაცემის პროცესი გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის გადაცემა გრძელდება.
დღეს, საცხოვრებელი სახლი, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, მერის პირველ მოადგილესთან გეგა შენგელიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ინგირსა და კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაცხოვრებლებს, ხარამიშვილ ოთარსა და გვაჯაია ავლორას გადასცა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოჯახის დიასახლის ქალბატონებს 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და თაიგული მიართვეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე 91 სახლი აშენდა.
მიმდინარე წელს სახლების მშენებლობისთვის 600 000 ლარი დაიხარჯა. ჯამში სოციალური სახლი 25 ოჯახს გადაეცემა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.
პროექტი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.




