ექსკლუზივი: საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულად ხუბუა გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზთან გუშინ დაკავებული გულად ხუბუა გალის ციხიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. ამის შესახებ STV-საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად აცნობა. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.
რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს. დაკავებული სავარაუდოდ, გალის იზოლატორში იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია.




